ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-10 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი 13 საკითხი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა და ნუსხა. ასევე დამტკიცდა ახალი კვოტები, რის შედეგადაც განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობა.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1784806801_Binder1.pdf
საკრებულოს რიგით მე-10 სხდომაზე წარმოდგენილი იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივლისამდე გაწეული მუშაობის ანგარიში.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1784550840_Binder1.pdf
ცვლილება შევიდა საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის №26 დადგენილებაში, რის შედეგადაც დამტკიცდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის დებულება.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1784720321_Binder1.pdf