გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯავახიშვილის ქუჩა N 51 ბინის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სკვერში დაირგო ახალი ხე-მცენარეები და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის განათებები, ასევე განთავსდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის კი დაიდგა ადაპტირებული საქანელა.
დასრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა დავით ერემიშვილმა, გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთა, ბესიკ ჩეჩელაშვილთან, მერის მოადგილე შალვა მშვილდაძესთან და საქართველოს პარლამენტის დელეგატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 996 974 ლარით დაფინანსდა.