ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
სხდომის ჩატარების თარიღი: 2026 წლის 28 ივლისი 12:00 სთ
სხდომის ჩატარების ადგილი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული საკონფერენციო
დარბაზი N210, რუსთაველის გამზირი N3
- „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024–2027 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის № 350 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ჭეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური და საბინაო
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა №40, კაფეს დასავლეთით) ელექტრონული აუქციონის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ