ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 210
ქალაქი ქუთაისი 17 ივნისი 2026 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-9 სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-9 სხდომა მ/წლის 24 ივნისს, 14.00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზი, ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რიგით მე-9 სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-9 სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვარლამ გობეჯიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა
სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და შინაური ცხოველების-მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ირაკლი გიორგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-
იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
- „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ირაკლი გიორგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-
იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ლევან კინწურაშვილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
„ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია