ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ინჩონის (სამხრეთ კორეა) ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს ლევან კოპალიანს შეხვდნენ.
ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ქალაქის მერმა ისაუბრა ქუთაისის დიდ საგანმანათლებლო ტრადიციებზე, ასევე, იმ პროგრამებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტში განათლების მხარდასაჭერად ხორციელდება.
ინჩონის უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვიზიტის მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ინსტიტუციური პარტნიორობის ჩამოყალიბება და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.