ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
დავით ერემეიშვილი -ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ლევან კინწურაშვილი-არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
„ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი
2. „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ლევან კინწურაშვილი-არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი -ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
რუსლან გვეტაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
გიორგი ჭიღვარია- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მანანა ჩიხლაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
5. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
მზევინარ საცერაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
6. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
მზევინარ საცერაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
მზევინარ საცერაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქალაქ ქუთაისში, აკაკი ხორავას ქუჩა №1 (ნაკვეთი №2-2)-სა და ქალაქ ქუთაისში, აკაკი ხორავას ქუჩა №1 (ნაკვეთი №1)-ში) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ