ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომა გამართა. განხილული იქნა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები.
სხდომას საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, კობა ფხაკაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე, გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა
დავით წიტაიშვილი
ა(ა)იპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორი
- შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე, გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა
ნიკოლოზი ჩეჩელაშვილი
შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“
დირექტორი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ქუთაისის ქალთა ჰოკეის კლუბი უქიმერიონის“ 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე, გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა
ბელა ბასილაძე
ა(ა)იპ „ქუთაისის ქალთა ჰოკეის კლუბი უქიმერიონის“
დირექტორი