ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, დღეს საიუბიეო ღონიძიება გაიამართა, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი ესწრებოდნენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა. საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
ევროპული მიმართულებების ძირითად ნაწილს Wizz Air ასრულებს. ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი 14 წლის წინ შეასრულა და დღემდე აეროპორტის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. დღეს, Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსებიდან 10 წლისთავიც აღინიშნა.