ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მანანა ჩიხლაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის N3 დადგენილებაში შესატანი ცვლილების შესახებ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე
ქალბატონი ფიქრია ხაჭაპურიძე