ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ოთარ ფანცხავა-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
2. „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ლევან კინწურაშვილი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვარლამ გობეჯიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი
4.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
5. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი