ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა( იურიდიულ საკითხთა კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია).
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები.
1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ლევან კინწურაშვილი-არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ოთარ ფანცხავა - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ
ვარლამ გობეჯიშვილი -ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი
4. ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობისა და 2026 წლის ბოლომდე დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ
ნინო სპატარიდი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ დირექტორი