ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე რიგითი მე-8 სხდომის დღის წესრიგის პროექტის შემუშავების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ოთარ ფანცხავა-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
2. „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ლევან კინწურაშვილი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაწეული საქმიანობის შესახებ
დავით ერემეიშვილი-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვარლამ გობეჯიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი
4. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
5. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი