უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყაზბეგის ქუჩაზე #14-ში მდებარე სახლის ფასადს რეაბილიტაცია უტარდება.
სამუშაოების შედეგად, საჭიროებიდან გამომდინარე შეიცვალა ბინის ფანჯრები და წესრიგდება გარე ფასადი. პროექტის მიხედვით, ასევე რეაბილიტირდება აივნები.
ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უქიმერიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ამირან კოპალეიშვილთან და საკრებულოს წევრთან სოსო კუჭავასთან ერთად გაეცნო.