ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-4 სხდომა გამართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით პირველი ცვლილება შევიდა ქუთაისის 2026 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. შედეგად ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება გაიზარდა 44 485.2 ათასი ლარით და ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით169 610.0 ათას ლარს შეადგენს .
კერძოდ, 2025 წლის ბოლოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე დარჩენილი ნაშთიდან სხვადასხვა პროგრამებზე განაწილდა 33 535.5 ათასი ლარი, აქედან მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხების ნაშთი შეადგენს 30 668.1 ათას ლარს, ხოლო ადგილობრივი სახსრების ნაშთები 2 867.4 ათას ლარს.
პრიორიტეტების მიხედვით, აღნიშნული თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 140,0 ათასი ლარი
ინფრასტრუქტურის განვითარება - 23 270,8 ათასი ლარი
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 5 550.4 ათასი ლარი
განათლება - 1 919.0 ათასი ლარი, კულტურა
ახალგაზრდობა და სპორტი - 2 355.3 ათასი ლარი
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 300.0 ათასი ლარი
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის N102 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 10 879.6 ათასი ლარი, საიდანაც გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთებაზე დაიხარჯება 507.7 ათასი ლარი
სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა - 4 648.7 ათასი ლარი
ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობა - 1 681.1 ათასი ლარი
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია - 1 160.4 ათასი ლარი
ქალაქის მასშტაბით სკვერების რეაბილიტაცია - 2 796.0 ათასი ლარი
სპორტული მინი მოედნის მშენებლობა - 85.7 ათასი ლარი
საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის N2260 განკარგულებით გამოიყო მიზნობრივი ტრანსფერი 70.1 ათასი ლარის ოდენობით.
