ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს 13 წლიდან -17 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის დაბა ბაკურიანში ბანაკში მონაწილეობის შესახებ.
ბანაკი სამ ნაკადად შედგება.
პირველი ნაკადი გაიმართება 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე.
მეორე ნაკადი 2026 წლის 2 აგვისტოდან 7 აგვისტომდე.
მესამე ნაკადი 2026 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე
ბანაკის თემატიკაა: „მენტალური კეთილდღეობა და ემოციური ინტელექტი.
პროფესიული ორიენტაცია.
ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში.
პროექტების წერა და გრანტების მოპოვება."
პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმების შევსებაა.
მეორე ეტაპი -შერჩეულმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სკოლიდან კლასისა და შეფასების მითითებით. ასევე მშობლის თანხმობა ბანაკში მონაწილეობის შესახებ.
სააპლიკაციო ფორმის მიღება იწყება 3 ივლისს და დასრულდება 12 ივლისის 18:00.
ბანაკში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეების ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებასა და სამჯერად კვებას ქუთაისის მერია აფინანსებს.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე : https://forms.gle/utW13Uid6PcxhWBF6