ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ქუთაისში, ბალახვნის მოედანზე „მემორიალური ხმლის“ და ცენტრალურ ბულვარში „ნიკო ნიკოლაძის ძეგლის“ საუკეთესო ესკიზური კონცეფციის შესარჩევად.
ღია შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილია საკონკურსო კომისია.
საკონკურსო მასალების შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 მარტის 24.00 საათამდე: ელექტრონულად ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე /contact@kutaisi.gov.ge/
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართებში.