ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის’’ ქვეპროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების მიზნით, გამოცხადდა კონკურსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების თაობაზე.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ან/და ფიზიკურმა პირებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 18 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ქ. რუსთაველის გამზ. N3) ან სოციალური საკითხთა სამსახურში (მის: ქ. დუმბაძის ქ. N61) მატერიალურად.
ასევე, შესაძლებელია შედეგი ელექტრონულ მისამართებზე: contact@kutaisi.gov.ge ან sockutaisi@gmail.com
ვრცლად იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში: