ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის’’ ქვეპროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების მიზნით, კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქუთაისში რეგისტრირებულ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს და ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
