ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 149
ქალაქი ქუთაისი 18 ივნისი 2025 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 44-ე რიგითი სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორმოცდამეოთხე რიგითი სხდომა მ/წლის 25 ივნისს, 14.00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზი, ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ორმოცდამეოთხე რიგით სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორმოცდამეოთხე რიგითი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ირაკლი შენგელია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ბატონი ირაკლი შენგელია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მადლიერების სახლის“ ანგარიში 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მე-2 კვარტლის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ქალბატონი თამთა ბაკურაძე
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის „მადლიერების სახლის“ დირექტორი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ქალბატონი მზევინარ საცერაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ქალბატონი მზევინარ საცერაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ქალბატონი მზევინარ საცერაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მედეასათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ქალბატონი მზევინარ საცერაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ქალბატონი მზევინარ საცერაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე
- ქალაქ ქუთაისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის №59 ა - ში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევის № 4-ში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევის № 2-ში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევის №63-ის ჩრდილოეთით არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების,
ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის №115-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების,
ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
