ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ქუთაისის სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთათვის დაბა ბაკურიანში ბანაკში მონაწილეობის შესახებ.
ბანაკი სამ ნაკადად შედგება.
პირველი ნაკადი გაიმართება 2025 წლის 15 აგვისტოდან 20 აგვისტომდე.
მეორე ნაკადი 2025 წლის 20 აგვისტოდან 25 აგვისტომდე.
მესამე ნაკადი 2025 წლის 25 აგვისტოდან 30 აგვისტომდე.
ბანაკის თემატიკაა: „მედიაწიგნიერება, ხელოვნური ინტელქეტი როგორც ახალი ტექნოლოგიური გემოწვევა, მოხალისეობა,აქტიური მოქალაქეობა, ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობა"
პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმების შევსებაა.
მეორე ეტაპი -შერჩეულმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო სკოლიდან კლასისა და შეფასების მითითებით. ასევე მშობლის თანხმობა ბანაკში მონაწილეობის შესახებ.
სააპლიკაციო ფორმის მიღება იწყება 21 ივლისს და დასრულდება 31 ივლისს.
ბანაკში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეების ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებასა და სამჯერად კვებას ქუთაისის მერია აფინანსებს.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე : https://bit.ly/4kNdETm
