ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 30 დეკემბრის ბN44.4423656 და 2025 წლის 5 თებერვლის ბN44.442503620 ბრძანებების საფუძველზე, პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა: მოქალაქეების სოციალური აქტივიზაციის ხელშეწყობას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებასა და ისტორიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების აღდგენა/შენარჩუნებას.
კონკურსის შედეგები უკვე ხელმისაწვდომია და მათ გაცნობა შეგიძლიათ თანდართულ დოკუმენტში.
