ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების და მოწყვლად ოჯახებში მცხოვრები ბავშვების კოგნიტური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ცხადდება კონკურსი. განაცხადების მიღებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - სოციალურ საკითხთა სამსახური (მის: ნ.დუმბაძის ქ.N61).საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 6 აპრილი.