ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 30 პოზიციაზე გამოცხადდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.
სტაჟირების მსურველები განაცხადის გაკეთებას 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეძლებენ. შერჩეული კანდიდატები კი, ანაზღაურებად სტაჟირებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაივლიან. ვრცლად იხილეთ თანდართულ დოკუმენტში :