ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს „ილო - 2026“. ძირითადი კონკურსი: ,,ქალაქის სიმბოლოები”
რუბრიკა: ,,ამბავი ერთ კადრში“
რუბრიკა: „ჩემი ქალაქი“
ფოტოკონკურსის გამოცხადების თარიღი 2026 წლის 20 ივნისი.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2026 წლის 9 ოქტომბრამდე.
შედეგები გამოცხადება: არაუგვიანეს 2026 წლის 31 ოქტომბრისა
საკონკურსო ფოტოფაილები განაცხადთან ერთად მიიღება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3, I სართული), ან ელექტრონულ მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ, იხილეთ საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ილო -2026“ დებულებაში.