ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 37
ქალაქი ქუთაისი 21 იანვარი 2026 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-4 სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-4 სხდომა მ/წლის 28 იანვარს, 14.00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზი, ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რიგით მე-4 სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი მე-4 სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი დავით ნიშნიანიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი გიორგი ჭიღვარია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
ბატონი გიორგი ჭიღვარია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე
ბატონი გიორგი სვანიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის №308 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იბერიის ვარსკვლავისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 3 თებერვლის №353 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია
