ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.
ამჯერად კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალგაზრდობის და ფოთის ქუჩებზე განსახორციელებელი პროექტები დაათვალიერა.
„ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგეგმავთ, პირველ რიგში მოსახლეობის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ახალგაზრდობის გამზირის#100ა მცხოვრებლების სურვილის გათვალისწინებით, ჩვენ ვიწყებთ აღნიშნული კორპუსის ფასადის შეკეთებას, რომელიც მართლაც საჭიროებდა რეაბილიტაციას.
ასევე მოსახლეობის თხოვნით, მოპირკეთდა ფოთის ქუჩის #38-ში მდებარე კორპუსის ეზო, აქვე მალე დასრულდება მცირე სპორტული მოედნის მოწყობაც.
მსგავსი პროექტები ქალაქის სხვა უბნებშიც გვაქვს დაგეგმილი.”- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
