მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ა(ა)იპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი,იმერეთის ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გენადი მარგველაშვილი და ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიგა ციბაძე ესწრებოდნენ.
მასწავლებლებს პროფესიული დღე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა და აღნიშნა რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, სწორედ მასწავლებლები უზრდიან ქვეყანას ღირსეულ თაობებს.
,,მინდა მოგილოცოთ თქვენი პროფესიული დღე. მასწავლებლობა საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა. თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი ძალა და ფუნდამენტი, რომ ქვეყანას განათლებული თაობები აღუზარდოთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა ქ,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ღონისძიებების პროგრამით მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება.
38 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ასევე 37 ბაგა-ბაღისა და 9 კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ასევე დაჯილდოვდა 11 ღვაწლმოსილი მასწავლებელი. აქედან, 4 პედაგოგს სამკერდე ნიშანი ,,ამაგდარი“.გადაეცა.