ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მამუკა სინაურიძემ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
მაჟორიტარის განმარტებით, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული დაზიანებული ლიფტების დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ახლით ჩანაცვლდა. ასევე აქტიურად მიმდინარეობდა ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები.
დღესვე, მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარდგა, საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარე აკაკი გიორგაძე. მან ისაუბრა ფრაქციის მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ ფრაქციისთვის პრიორიტეტს მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ფრაქცია სამუშაო რეჟიმში მუდმივად განიხილავდა იმ საკითხებს, რომელიც ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი არის. ფრაქცია ასევე პერიოდულად ახდენდა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.