ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპელი სოციალისტების" წევრები მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარდგნენ.
სოსო კუჭავამ და თამთა ბაკურაძემ ისაუბრეს წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის მუშაობის სპეციფიკაზე და იმ ინიციატივებზე, რომელიც მიმდინარე წელს იქნა შემუშავებული.
ფრაქციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც საკრებულოს კომისიების მუშაობის პროცესში, ასევე მონიტორინგს უწევდნენ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
საანგარიშო პერიოდში, ფრაქციის წევრები სამუშაო რეჟიმში ახდენდნენ აღმასრულებელი ორგანოში არსებული სამსახურების ანგარიშების მოსმენას და რეკომენდაციების მომზადებას.