საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ, ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ფხაკაძემ მოსახლეობასთან მიმდინარე წლის სამუშაო ანგარიში წარადგინა.
ერთი წლის მანძილზე, ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ეტაპობრივად წესრიგდება სადარბაზოები, მრავალსართულიანი ბინების ფასადები და ეზოები. ასევე ყურადღება ეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ახალი მინი სტადიონების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია.
მაჟორიტარმა ასევე კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის მუშაობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ახალგაზრდულ ინიციატივებზე გაამახვილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.