მოქალაქეების წინაშე, სამუშაო ანგარიშით საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, მარეხი ნიჟარაძე წარდგა.
მაჟორიტარმა შეხვედრაზე შესრულებული და დაგეგმილი პროექტები განიხილა. ასევე ისაუბრა იმ საჭიროებებზე, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტია და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოგვარებას საჭიროებს.
დღესვე, მოსახლეობას ანგარიში საკრებულოს წევრმა, მაგდა კოსტავამ წარუდგინა.
მან წარმომადგენლობით ორგანოში ერთი წლის მანძილზე მუშაობის შესახებ ისაუბრა და განიხილა მის მიერ საკომისიო მოსმენებზე წარმოდგენილი საკითხები.
ანგარიშის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო თემებზე პასუხი უშუალოდ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრებიდან მიეღოთ.