საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად შესრულებული სამუშაო ანგარიში მოქალაქეებს, უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა გააცნო.
მაჟორიტარმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე.
რელიეფიდან გამომდინარე უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურად მიმდინარეობს საყრდენი კედლების მშენებლობა. ასევე სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამდენიმე გარდამავალი მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1793614249_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98.pdf