უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვაჟა-ფშაველას N11-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით სრულად მოწესრიგდება გარე ფასადი, სამუშაოების ჯამური ღირებულება კი 170 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ სამუშაოებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ამირან კოპალეიშვილთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს შ.პ.ს "მოდერნ ბილდინგ კომპანი" ასრულებს.