კერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა მიულოცეს.
ქუთაისში მოქმედი სხვა სკოლების მსგავსად საზეიმო ღონისძიება გაიმართა აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლასა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლებში, სწავლას 2088 პირველკლასელი იწყებს.