განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქუთაისში, საჯარო სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.
თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოები, ეროვნული სასწავლო გეგმა, განახლებული საგნობრივი სტანდარტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმები.
შეხვედრას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე დაესწრნენ.