ქუთაისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ტრანსნაციონალურ პროექტს BSB01411 – YOUTH-SEAchange (Youth Oriented Unification for Transformative and Holistic Approach to Regional Participatory Engagement in Black Sea), რომელიც დაფინანსებულია Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტი აერთიანებს საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საერთო მიზანია ადგილობრივ და რეგიონულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება. YOUTH-SEAchange-ის ოთხი პარტნიორი ორგანიზაციაა: Cimitekke Municipality (თურქეთი), როგორც წამყვანი პარტნიორი; ქუთაისის მუნიციპალიტეტი (საქართველო); Social Innovation and Cohesion Institute – Fifty-Fifty (საბერძნეთი) და Devnya Municipality (ბულგარეთი). პროექტის მთლიანი დასაშვები ბიუჯეტი შეადგენს 499,730.00 ევროს, საიდანაც 449,757.00 ევრო წარმოადგენს Interreg-ის დაფინანსებას, რაც პროექტის მთლიანი დასაშვები ბიუჯეტის 90%-ს შეადგენს. დარჩენილი 49,973.00 ევრო პარტნიორების თანადაფინანსებაა. პროექტი განხორციელდება 18 თვის განმავლობაში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის პროექტის მთლიან ბიუჯეტი შეადგენს 72,800.00 ევროს, მათ შორის 65,520.00 ევრო Interreg-ის დაფინანსებაა, ხოლო 7,280.00 ევრო – მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება. პროექტის მიზანია საჯარო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის სტრუქტურირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ისეთი პრაქტიკული მექანიზმების შექმნა, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებასა და თემის განვითარებაში.
პროექტის მონაწილე ქვეყნებში განხორციელდება შემდეგი ძირითადი აქტივობები: მმართველობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები, რომლებიც გააერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას, ახალგაზრდების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს; ახალგაზრდების მიერ ინიცირებული რეგიონული მმართველობის იდეების ფესტივალი, რომელიც ოთხი პარტნიორი ქვეყნიდან ახალგაზრდებს პოლიტიკის შემქმნელებთან იდეების პირდაპირი გაცვლის შესაძლებლობას მისცემს; ახალგაზრდების მიერ მართული მონაწილეობითი ბიუჯეტირების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ საზოგადოებრივი პროექტების შეთავაზება და მათთვის ხმის მიცემა; ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების შექმნა მონაწილე მუნიციპალიტეტებში, რაც ახალგაზრდებს ადგილობრივ მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ტრენინგსა და სტრუქტურირებულ როლს შესთავაზებს; „Try Different“ ინსტრუმენტების კრებული (Toolbox), რომელიც ახალგაზრდების მონაწილეობის ბარიერების დასაძლევად პრაქტიკულ მიდგომებს და მუნიციპალიტეტებისთვის უფრო ინკლუზიური პრაქტიკის განვითარების გზებს წარმოადგენს; #YouthVoicesMatter ადვოკატირების კამპანია, რომელიც ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უფრო ძლიერი და მდგრადი თემების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდის პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და მიდგომებს, რომელთა გამოყენება პროექტის დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი. 18-თვიანი განხორციელების პერიოდში პროექტის პარტნიორები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, შეიმუშავებენ ახალგაზრდების მონაწილეობის ინოვაციურ მიდგომებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თემების საჭიროებებს მოარგებენ. YOUTH-SEAchange პროექტში მონაწილეობით ქუთაისის მუნიციპალიტეტი გააძლიერებს თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის პარტნიორ მუნიციპალიტეტებსა და ორგანიზაციებთან და შექმნის ახალგაზრდებისთვის ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობის ახალ შესაძლებლობებს. პროექტის მიზანია აჩვენოს, რომ ახალგაზრდები ადგილობრივი პოლიტიკის მხოლოდ ბენეფიციარები კი არა, არამედ საკუთარი თემების მომავლის ფორმირების აქტიური მონაწილეები და კონტრიბუტორები არიან.
ევროკავშირის დაფინანსების შესახებ დათქმა
ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქუთაისის მუნიციპალიტეტი და იგი შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.