მ/ წლის 30 მარტს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა „დამეგობრებული ქალაქების თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის, უნგრეთის,უკრაინის, თურქეთის, ესტონეთის, მოლდოვისა და ჩინეთის დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებმა.
აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა დამეგობრებული ქალაქების თანამშრომლობის ონლაინ შეხვედრების რეგულარულ ფორმატს, რომელიც კვარტალურად, ყოველი სამთვიანი პერიოდის ბოლო კვირაში გაიმართება.
შეხვედრების მიზანია აქტუალური საკითხების განხილვა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს პარტნიორ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ასევე მდგრადი და გრძელვადიანი ურთიერთობების განმტკიცებას.