ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი იობაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ ანგარიში, 2026 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთგანათების სერვისის“ ანგარიში, 2026 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.