ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე , წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რიგითი მე-7 სხდომის დღის წესრიგის პროექტი განიხილეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
პეტრე ადამაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის ხელმძღვანელი
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დავით ერემეიშვილი- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვარლამ გობეჯიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველებისა და მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ირაკლი გიორგაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აპრილამდე გაწეული საქმიანობის შესახებ
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
გაგა სანდუხაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი ქსელებისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დავით ერემეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვალერიან სილაგაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი