ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ“ სხდომა გამართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი მხეიძე უძღვებოდა.
სხდომაზე ფრაქციის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი განიხილეს, სადაც მერიის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ანგარიში მოისმინეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ანგარიში 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.