ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი იობაშვილთან ერთად გაეცნო.
1მილიონ 600 ათასი ლარი გამოიყო, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ტროტუარის მოსაწესრიგებლად. სამუშაოს შედეგად ასფალტის საფარით 4 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო გზა მოწესრიგდება. სამუშაოებს შ.პ.ს. "გზამშენი 21" ახორციელებს
აქტიურ ფაზაშია თაბუკაშვილის ქუჩის N 22-ის მიმდებარედ არსებული სკვერის სამუშაოები, რომლის პროექტის ღირებულებაც 127 ათას ლარს შეადგენს. შედეგად მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები და დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის განათებები.
ასევე ახალი სკვერი ეწყობა რეზო თაბუკაშვილის ქუჩის N183- ის მიმდებარედ. პროექტის ღირებულება 150 ათას ლარს შეადგენს.