გელათის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარეხი ნიჟარაძე ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული გზის მონაკვეთი ბეტონის საფარით, სრულად მოწესრიგდება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომელიც უხვი ნალექის შემთხვევაში შეუფერხებლად უზრუნველყოფს წყლის გატარებას.
სამუშაოებს შპს "ჯეო როუდ ინვესტი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 165 ათას ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაო პროცესის დათვალიერების შემდეგ, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ადგილობრივებს შეხვდნენ და ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.