ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილული იქნა 2026 წლის ბიუჯეტის ის მუხლი, რომელიც ჯანდაცვისა და სოცილურ პროგრამებში შესატან ცვლილებებს ეხება. სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო კომისიის მიმდინარე წლის სამუშაო გემა-გრაფიკი.
სხდომას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მანანა ჩიხლაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. 2026 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ვარლამ გობეჯიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი
2. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა-გრაფიკის შემუშავების შესახებ.
მანანა ჩიხლაძე
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
