ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ბიბილეიშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს.
პეტრე ადამაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის ხელმძღვანელი
2. „2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე.
დავით ნიშნიანიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერის მოადგილე
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ.
გიორგი სვანიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს აპარატის უფროსი
ჯემალ ბიბილეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე
