ქუთაისის თასზე, წყალბურთში საერთაშორისო ტურნირმა სტარტი აიღო.
ოლიმპიურ საცურაო აუზზე ერთმანეთს ექვსი ქვეყნის 13 და 14 წლის ასაკის სპორტსმენი ვაჟები დაუპირისპირდებიან.
დასკვნითი ტურნირი 14 დეკემბერს გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები გამოვლინდება.
ტურნირის გახსნას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე კობა ფხაკაძე დაესწრო.
