ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 34
ქალაქი ქუთაისი 14 ნოემბერი 2025 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე პირველი სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე პირველი სხდომა მ/წლის 18 ნოემბერს 14:00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში არსებული სხდომათა დარბაზი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რიგგარეშე პირველ სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე პირველი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი პეტრე ადამაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქალაქ ქუთაისში, 35-ე საჯარო სკოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორია/ჯავახიშვილის ქუჩა №85-ის სამხრეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024–2027 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის № 350 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი დავით ჭეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური და საბინაო
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
