10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა.
მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით - "ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში".
სამეცნიერო კონფერენციას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე დაესწრნენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, ლექტორ- მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები, 2026 წელს სამეცნიერო ჟურნალებში იქნება გამოქვეყნებული.
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება.
