ახალგაზრდობის ქუჩაზე, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
სამუშაოების შედეგად გამოიცვალა მავთულბადეები, მოწესრიგდა საშხაპეები და დამონტაჟდა კაუჩუკის საფარი, რის შედეგადაც სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
საფეხბურთო კლუბ "მართვეს" სტადიონზე განხორციელებული სამუშაოები, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კახიანოურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ცხაკაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადაგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს შპს „დოკა სპორტი“ ახორციელებს, ღირებულება კი 276 618 ლარს შეადგენს.
