ქალაქ მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, მწვანე ყვავავილას ქუჩაზე სტიქიის საწინააღმდეგო, კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პირველ ეტაპზე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით გრუნტში ხიმინჯების ჩამაგრების პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე სარალიძემ მერის პირველ მოადგილესთან, გიორგი ცხაკაიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოებს კი შპს "კავკასენერგო" ახორციელებს.
