საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში, კლდიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოწესრიგდება, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და გზის საფარი.
მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, მარეხი ნიჟარაძემ მერის პირველ მოადგილესთან, გიორგი ცხაკაიასთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს "საქმილსადენმშენი" ახორციელებს.
